მთავრობამ ყულევის ნავთობგადამმუშავებელი ქარხნისთვის დიზელის იმპორტზე სპეციალური წესი მიიღო

მთავრობამ ყულევის ნავთობგადამმუშავებელი ქარხნისთვის დიზელის იმპორტზე სპეციალური წესი მიიღო

მთავრობამ დიზელის საწვავის იმპორტთან დაკავშირებით არსებული ნორმა შეცვალა. 2025 წლის 16 ოქტომბრის დადგენილებით განისაზღვრა, რომ ქვეყანაში შესაძლებელია განხორციელდეს დაბალი ხარისხის დიზელის საწვავის იმპორტი, თუკი ეს პროდუქცია განკუთვნილია ნავთობგადამმუშავებელი ქარხნისთვის შემდგომი დამუშავების მიზნით. ამასთან, დადგენილებაში აღნიშნულია, რომ ეს წესი ეხება მხოლოდ ისეთ ნავთობგადამმუშავებელ ქარხანას, რომლის წლიური წარმადობა 1 მილიონ ტონას აღემატება, ასეთი კი საქართველოში მხოლოდ ერთი ობიექტია – საუბარია ყულევში მშენებარე ნავთობგადამმუშავებელ ქარხანაზე.

“ნავთობის გადამუშავების ლიცენზიისა და წლიურად არანაკლებ 1 მილიონი ტონის გადამუშავების სიმძლავრის მქონე ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის მფლობელის მიერ იმპორტირებული დიზელის საწვავი შესაძლებელია, არ შეესაბამებოდეს ამ დადგენილებით განსაზღვრულ ნორმებს, თუ აღნიშნული დიზელის საწვავი გამოყენებული იქნება მხოლოდ სალიცენზიო საქმიანობის ფარგლებში,”– ნათქვამია მთავრობის დადგენილებაში.

ცნობისთვის, ყულევის თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის მშენებლობა გასული წლის ბოლოს დაიწყო. ქარხანამ სრული ციკლის გადამმუშავებლის ფუნქცია უნდა შეასრულოს და დასრულების შემდეგ ევრო5-ის ბენზინი და დიზელი უნდა გამოუშვას.

პროექტს “ბლექ სი პეტროლიუმი” ახორციელებს და მისი ყველა ფაზის საინვესტიციო ღირებულება 600 მილიონი დოლარია. პირველი ფაზის დასრულებისას ქარხანას წლიურად 1,2 მილიონი ტონა ნედლი ნავთობის გადამუშავება შეეძლება, მომავალში კი წარმადობა 4 მლნ ტონამდე გაიზრდება.

ქარხნის მშენებლობა კერძო კაპიტალის, სახელმწიფო ფონდის და ქართული ბანკების მიერ ფინანსდება – უფრო კონკრეტულად, საქართველოს განვითარების ფონდმა (ყოფილი საპარტნიორო ფონდი) მას 5 მილიონი დოლარის კრედიტი გამოუყო, ბანკებმა “ქართუმ”, “ხალიკბანკმა” და “ბაზისბანკმა” კი ჯამში 45 მილიონი დოლარის კრედიტით დააფინანსეს პროექტის მშენებლობა.

ქარხნის დაფინანსებაში საკუთარი წვლილი სახელმწიფოს კუთვნილმა საინვესტიციო ფონდმა “საქართველოს განვითარების ფონდმაც” შეასრულა, რომელმაც კომერციულ ბანკებთან ერთად სინდიცირებული სესხი გამოუშვა. ფონდის თანამონაწილეობამ 5 მილიონი დოლარი, ხოლო კომერციული ბანკების – “ბანკი ქართუს”, “ბაზისბანკისა” და “ხალიკბანკის” დაფინანსებამ კი 45 მილიონი დოლარი შეადგინა.

ყულევის ნავთოგადამმუშავებელი ქარხნის მშენებლობა დაყოფილია 6 ფაზად. პირველი ფაზის ფარგლებში აშენდება ქარხნის ძირითადი ინფრასტრუქტურა და გაეშვება ექსპლუატაციაში. პირველ ფაზაზე დაწყებული რამდენიმე ობიექტის მშენებლობა გაგრძელდება რამდენიმე ეტაპის განმავლობაში. შემდეგ ფაზებზე ეტაპობრივად დაემატება რკინიგზის მეორე ესტაკადა, რეზერვუარები და სხვა საწარმო ობიექტები.

სექტემბრის ბოლოს ქარხნის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, ლევან დავითაშვილი დაინიშნა.

მსგავსი სიახლეები

რა სქემით დაასუბსიდირებს მთავრობა სატბორე მეურნეობებს – განმარტება

რა სქემით დაასუბსიდირებს მთავრობა სატბორე მეურნეობებს – განმარტება

საქართველოს მელიორაცია განმარტავს, რა სქემით დაასუბსიდირებს მთავრობა სატბორე მეურნეობებს. მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, მოხმარებლები გადაიხდიან მომსახურების საფასურის გათვალისწინებით გადასახდელი თანხის 20%-ს, მაგრამ…
2012 წელს ქვეყნის მასშტაბით 11 იუსტიციის სახლი ფუნქციონირებდა, დღეს კი 127 მისამართზეა ხელმისაწვდომი – ირაკლი კობახიძე

2012 წელს ქვეყნის მასშტაბით 11 იუსტიციის სახლი ფუნქციონირებდა, დღეს…

“დღეს ხელვაჩაურში ვხსნით იუსტიციის სახლს, რომელიც აჭარაში არის რიგით მეცხრე”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხელვაჩაურის იუსტიციის სახლის გახსნის ღონისძიებაზე…
ახალი იუსტიციის სახლები გაიხსნება მცხეთაში, ახმეტაში, ჭალასა და ზოდში – იუსტიციის მინისტრი

ახალი იუსტიციის სახლები გაიხსნება მცხეთაში, ახმეტაში, ჭალასა და ზოდში…

ხელვაჩაურში იუსტიციის სახლი რამდენიმე წუთის წინ გაიხსნა. გახსნის ღონისძიებაზე იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ განაცხადა, რომ ახალი იუსტიციის სახლები ასევე გაიხსნება მცხეთაში, ახმეტაში,…